უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა პარტნიორებმა, კიევისთვის გაწეული ასობით მილიარდი დოლარის დახმარების სანაცვლოდ, ფასდაუდებელი ცოდნა მიიღო ახალი შეიარაღებისა თუ მედიცინის სფეროში
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა პარტნიორებმა, კიევისთვის გაწეული ასობით მილიარდი დოლარის დახმარების სანაცვლოდ, ფასდაუდებელი ცოდნა მიიღო ახალი შეიარაღებისა თუ მედიცინის სფეროში. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ბრძოლის ველზე არსებული სამედიცინო დანაყოფები, საომარ მოქმედებებში დაშავებულ ადამიანებს სხვადასხვა ტიპის ქირურგიულ ოპერაციებს უტარებენ. ამ ცოდნასა და გამოცდილებას კი უკრაინა თავის პარტნიორ ქვეყნებს უზიარებს. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ნატოს ქვეყნებისთვის თავდაცვით ფარს წარმოადგენს.
