ჭიათურაში წარმოების განახლების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
ჭიათურაში წარმოების განახლების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. შესაბამისი სამოქმედო გეგმა ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა წარადგინა. დღესვე წარადგინეს ჭიათურის საწარმოების ახალი მენეჯერი. ბრიფინგს ესწრებოდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. რეორგანიზაციის ფარგლებში, ჭიათურაში უკვე დაიწყო დასაქმებით დაინტერესებული პირების განაცხადების მიღება საშტატო პოზიციებზე. შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია ინდივიდუალური გასაუბრებები, რომელთა ჩატარებაში მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული ექსპერტები. მაღაროების სამუშაოების აღდგენამდე მათი ტექნიკური მდგომარეობა შემოწმდება. მაღაროს მუშაობის სრულფასოვნად აღდგენა მაისის ბოლოს იგეგმება.
