ვეტერინარიის მსოფლიო დღე კონფერენციით აღნიშნა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ
ვეტერინარიის მსოფლიო დღე კონფერენციით აღნიშნა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. ღონისძიების მონაწილეებმა 2025 წლის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და ახალ რეგულაციაზე იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც 2026 წლის პირველი იანვრიდან ვეტერინარების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება. მიზანი, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებაა და დარგის განვითარებაა.
