შიდა ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შიდა ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავა. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი პირები. ძალოვანი უწყების ცნობით, პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული პირისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფარული ვიდეო გადაღება განახორციელა, სადაც ბრალდებული წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ნარკოტიკულ საშუალებას ათავსებდა. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილის ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.