შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის ეროვნული პოლიციის უფროსთან შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის ეროვნული პოლიციის უფროსთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და ერთობლივ სამომავლო აქტივობებზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა, საქართველოს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებთან მრავალწლიანი მჭიდრო ურთიერთობებს და გამოხატა მზაობა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებაზე სხვადასხვა მიმართულებით. საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას.
