სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს და მედიაში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას ეხმიანება
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს და მედიაში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას ეხმიანება. განმარტავს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა, ასევე სამსახურის თანამშრომელთა კვებითი მომსახურება სრულად და შეუფერხებლად მიმდინარეობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აპრილში სადღესასწაულო დღეებში შექმნილი მიწოდების შეფერხების გამო სამსახურის მიერ დროებითი ღონისძიების სახით განხორციელდა კვების პროდუქტების ნაწილის შესყიდვა.უქმე დღეების დასრულების შემდეგ კომპანიის მიერ საკვები პროდუქტების მიწოდება კვლავ შეუფერხებლად ხორციელდება.
