პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა რევაზ სოხაძის მაღალ კვალიფიკაციას გაუსვა ხაზი, ყოფილ მინისტრს ირაკლი ქარსელაძეს კი, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს განსაკუთრებული მისია აქვს - ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც პრემიერის თქმით, ნიშნავს ქვეყნის თვისებრივად გარდაქმნას.
