შიდა ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავა
შიდა ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავა. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი პირები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
