თეა ახვლედიანი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ერთად, მერეთსა და ქვემო არცევში იმყოფებოდა და სპორტული მოედნები დაათვალიერა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ერთად, მერეთსა და ქვემო არცევში იმყოფებოდა და სპორტული მოედნები დაათვალიერა. საფეხბურთო მოედნები ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო. სტუმრებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ინფორმაცია მოისმინეს სპორტული მოედნების მოწყობის მიზნით შესრულებული სამუშაოების შესახებ, რაც ჩინეთის საელჩოსა და გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ასევე სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიების ფარგლებში, თეა ახვლედიანი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.