„ამერიკან კონსერვატივის“ სტატია
თუ ამერიკის სენატს სურს თავიდან აიცილოს უკრაინის მსგავსი კიდევ ერთი ტრაგიკული კრიზისი რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე, მან უნდა შეწყვიტოს მოსკოვის მეზობლების წახალისება რუსეთის მიმართ არასაჭირო კონფრონტაციული ურთიერთობებისკენ - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა „ამერიკან კონსერვატივი“ წერს. სტატიაში ნათქვამია, რომ სწორედ ეს გააკეთეს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა გასულ თვეში, როდესაც მათ წინ წამოწიეს მეგობარი აქტი. სტატიაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი წარმოადგენს ძალისხმევას, უბიძგოს საქართველოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვისკენ და უკრაინის ომთან მიმართებით ტრანს ატლანტიკური მიდგომის დაცვისკენ, მიუხედავად იმისა, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს საქართველოს ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის.
