პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. შალვა პაპუაშვილი ამერიკელი სენატორის განცხადებას აზიარებს და წერს, რომ ეს სწორი მიდგომაა. ჯიმ რიში ამერიკის უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხს გამოეხმაურა. თქვა, რომ მიესალმება პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აიძულებს უნივერსიტეტებს, გაამჟღავნონ უცხოური დაფინანსება. ჯიმ რიში ის სენატორია, რომელიც საქართველოში მიღებულ გამჭვირვალობის კანონს მკაცრად აკრიტიკებდა.
