ნარკორეალიზაცია - დაკავებულები
პოლიციამ ნარკორეალიზაციის ბრალდებით ექვსი ადამიანი დააკავა. მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრალდებულების მიერ მითითებული ადგილებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
