პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით სამართალდამცველებმა აჭარაში ერთი ადამიანი დააკავეს
პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით სამართალდამცველებმა აჭარაში ერთი ადამიანი დააკავეს. ის ჩინეთის მოქალაქეა. ბრალდებული პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, ბათუმში მდებარე მასაჟის სალონში ფართს გარკვეული თანხის სანაცვლოდ, პროსტიტუციისთვის სისტემატურად გადასცემდა. დანაშაული 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
