ოპოზიცია, რომელიც ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტით უკმაყოფილო იყო დღეს თავად მართავს მასთან შეხვედრებს
ოპოზიცია, რომელიც ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტით უკმაყოფილო იყო და ამის გამო აკრიტიკებდა კიდეც, დღეს თავად მართავს მასთან შეხვედრებს. ეუთოს გენმდივანს ცალკე ფორმატით შეხვდა გიორგი გახარია. შეხვედრა გაიმართა ოპოზიციონერებთან ლელოდან და ნაციონალური მოძრაობიდან. შეხვედრაში არ მონაწილეობდა კოალიცია ცვლილებისთვის. მათ უარი თქვეს ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე.
