ევროპარლამენტარმა ფიდიას პანაიოტუმ ევროპის ახალგაზრდულ პორტალზე აქტივისტებთან ისაუბრა
ევროპარლამენტის თითო დეპუტატზე, მინიმუმ, 10 ლობისტი მოდის, ლობიზმზე კი ბრიუსელში ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ევრო იხარჯება - ამ თემაზე ევროპარლამენტარმა ფიდიას პანაიოტუმ ევროპის ახალგაზრდულ პორტალზე აქტივისტებთან ისაუბრა. ინტერვიუს დროს გაირკვა, რომ ევროპარლამენტში ლობიზმის კუთხით გამჭვირვალობის პრობლემა არსებობს, რადგან ლობისტური ორგანიზაციების ორი მესამედი კერძო ინტერესებს ემსახურება და კომერციული მოტივი ამოძრავებს.
