ამერიკულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტში ე.წ ვოუქ იდეოლოგიის აღმოფხვრის მიზნით, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ განკარგულებას ხელი მოაწერა
ამერიკულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტში ე.წ ვოუქ იდეოლოგიის აღმოფხვრის მიზნით, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ განკარგულებას ხელი მოაწერა. საპრეზიდენტო ბრძანება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის რეფორმას ითვალისწინებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, რადიკალ მემარცხენეთა გავლენით, უნივერსიტეტებს აკრედიტაციას ვოუქ იდეოლოგიის ხელშეწყობის ხარისხის მიხედვით აძლევდნენ და არა განათლების ხარისხის შესაბამისად. ტრამპის განკარგულებით, ამიერიდან აკრედიტაციები დამსახურებებზე დაფუძნებით გაიცემა. ამერიკის პრეზიდენტმა ასევე ხელი მოაწერა სკოლებში საღი აზრის დაბრუნების შესახებ განკარგულებას, რომელიც ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების პროგრამების აღმოფხვრას ითვალისწინებს
