ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმების სწრაფად გაფორმებისკენ მოუწოდებს
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმების სწრაფად გაფორმებისკენ მოუწოდებს. ვაშინგტონში ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის მდივანი სკოტ ბესენტი უკრაინის პრემიერ მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს შეხვდა. მოლაპარაკებების მთავარი თემა ძვირფას წიაღისეულზე ამერიკა-უკრაინის ხელშეკრულება იყო. თეთრი სახლი ამ საკითხს უკრაინაში ომის დასრულების სამშვიდობო გეგმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტად ასახელებს.
