კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა
კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. დაღუპულებს შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვია. იერიშის შედეგად დანგრეულ საცხოვრებელ კორპუსებში მაშველები გადარჩენილებს ამ დრომდე ეძებენ. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ოკუპანტმა უკრაინის რეგიონებზე ბოლო პერიოდის ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა. რუსეთის არმიამ 215 რაკეტა და დრონი გამოიყენა. უკრაინის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინას რუსული იერიშების მოსაგერიებლად ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები არ ყოფნის.
