2025 წლის იანვარ-მარტის პერიოდში, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების მაჩვენებელმა 960 000-მდე ვიზიტი შეადგინა
2025 წლის იანვარ-მარტის პერიოდში, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების მაჩვენებელმა 960 000-მდე ვიზიტი შეადგინა. ზრდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,2 პროცენტია. გაზრდილია საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებიც. 2025 წლის პირველ კვარტალში 1 314 828 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 1,1 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ზრდა დასტურდება ისრაელიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან, იორდანიიდან, საუდის არაბეთიდან, ნიდერლანდებიდან, სლოვაკეთიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან.
