კანონმდებლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადეს
კანონმდებლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადეს. კანონპროექტის მიხედვით, უცხოელის მიერ წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციელის დაუმორჩილებლობა და თანამდებობის პირის შეურაცხყოფა, მის საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის 3 წლამდე ვადით აკრძალვას გამოიწვევს. ცვლილებები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში შევა.
