საფრანგეთის საელჩო გაცემულ გრანტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ისევ არ ასაჯაროებს
საფრანგეთის საელჩო გაცემულ გრანტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ისევ არ ასაჯაროებს. დიპლომატიურ წარმომადგენლობას „ქრონიკამ“ კიდევ ერთი წერილობითი კითხვით მიმართა. საუბარია პენ ჯორჯიის და სოვლაბის დაფინანსებაზე. „ქრონიკა“ დაინტერესდა საფრანგეთის საელჩოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა ვინაობითა და გამარჯვებულის გამოვლენის პირობებით. მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, საელჩოს დუმილი ეჭვებს აჩენს, რომ დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თუ მოქმედი წევრებით დაკომპლექტებულ ორგანიზაციაზე გრანტი კონკურსის გარეშე გასცა.