საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ
ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და ხაზი გაუსვეს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. საუბარი შეეხო გლობალურ გამოწვევებსა და სხვადასხვა რისკს.
