ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში. ლევან დავითაშვილმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა. დავითაშვილის განცხადებით, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას ძირითად საკითხებზე სრული თანხვედრა აქვს. პირველმა ვიცე-პრემიერმა, დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად, უკვე გამართა შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების კომერციისა და სახაზინო დეპარტამენტებში.