რუსეთი სამშვიდობო შეთანხმებისთვის მზად არის - ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა
რუსეთი სამშვიდობო შეთანხმებისთვის მზად არის - ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა. დონალდ ტრამპის თქმით, ახლა გარიგება ზელენსკისთან არის დასადები, რისი იმედიც აქვს. მას არც ის დაუმალავს, რომ უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები უფრო რთულად მიმდინარეობს, ვიდრე ელოდა. მანამდე ტრამპმა ზელენსკი მწვავედ გააკრიტიკა ინტერვიუს გამო, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყირიმს იურიდიულად რუსეთის ნაწილად არასდროს აღიარებს. თეთრი სახლის ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მსგავსი განცხადებებით ზელენსკი სამშვიდობო პროცესს აფერხებს.
