ჯორჯიან ეარვეისი თბილისიდან პირდაპირ ფრენას ახალი ევროპული მიმართულებით იწყებს
ჯორჯიან ეარვეისი თბილისიდან პირდაპირ ფრენას ახალი ევროპული მიმართულებით იწყებს. ახალი პირდაპირი რეისი იტალიის ქალაქ ფორლის მიმართულებით დღეს შესრულდება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი და საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე დაესწრნენ. თბილისიდან პირდაპირი რეისები ფორლის მიმართულებით კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს შესრულდება.
