2025 წლის იანვარ-მარტის პერიოდში, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების მაჩვენებელმა 960 000-მდე ვიზიტი შეადგინა
2025 წლის იანვარ-მარტის პერიოდში, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების მაჩვენებელმა 960 000-მდე ვიზიტი შეადგინა. ზრდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,2 პროცენტია. გაზრდილია საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებიც. 2025 წლის პირველ კვარტალში მილიონ 314 828 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 1,1-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ზრდა დასტურდება ისრაელიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან, იორდანიიდან, საუდის არაბეთიდან, ნიდერლანდებიდან, სლოვაკეთიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან.
