პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის საინაუგურაციო ბიბლია და საქართველოს კონსტიტუცია „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმს“ გადასცა
პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის საინაუგურაციო ბიბლია და საქართველოს კონსტიტუცია „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმს“ გადასცა. საინაუგურაციო ბიბლია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დამზადდა. კონსტიტუცია კი პარლამენტმა სპეციალურად პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიისთვის გამოსცა. 2024 წლის 29 დეკემბერს საფუძველი ჩაეყარა ტრადიციას, რომლის თანახმად, საქართველოს არჩეული პრეზიდენტები ღვთისა და ერის წინაშე ფიცს საინაუგურაციო ბიბლიასა და კონსტიტუციაზე დადებენ.
