ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა პირველი ოფიციალური შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა პირველი ოფიციალური შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართა. ლევან დავითაშვილმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა. დავითაშვილის განცხადებით, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას ძირითად საკითხებზე სრული თანხვედრა აქვს. პირველმა ვიცე-პრემიერმა, დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად, უკვე გამართა შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების კომერციისა და სახაზინო დეპარტამენტებში.