მოლაპარაკების ფორმატში
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში უდიდესი სამხედრო კონფლიქტის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევა და მდგრადი მშვიდობის ძიება გრძელდება, თუმცა რამდენად წარმატებით, ეს უკვე სხვა საქმეა. ლონდონში დღეს დაგეგმილი შეხვედრა, რომელსაც კრემლისთვის უკრაინისა და დასავლეთის მიერ ერთმანეთში შეთანხმებული სამშვიდობო ინიციატივა უნდა შეეჯერებინა, ჩაიშალა. მიზეზის დასახელების გარეშე ინფორმაცია ჩაშლილი შეხვედრის შესახებ, ბრიტანეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. დასავლური მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონი მზად არის ყირიმის ნახევარკუნძულზე მოსკოვის იურისდიქცია აღიაროს. კიევისთვის ეს მიუღებელია.
სიუჟეტის ავტორი: ლეო სიხარულიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
