ქართული ღვინის ხარისხი
საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები, ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ. 2025 წლის პირველ კვარტალში, 40-ზე მეტ კომპანიაში ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, დარღვევა მხოლოდ 3 კომპანიის 5 ნიმუშში აღმოჩნდა.
