სტუდენტების დაფინანსების პროგრამა
სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა გრძელდება. თბილისის მერია სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის, 2024-25 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს დააფინანსებს. 5 მარტიდან დღემდე მერიაში ათას 900-ზე მეტი განაცხადია შესული, აქედან 254 უკვე დაკმაყოფილდა. განცხადებების მიღება 31 მაისამდე გაგრძელდება.
სიუჟეტის ავტორი: ნინო ჩუბინიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
