პრეზიდენტი ვატიკანში გაემგზავრება
საქართველოს პრეზიდენტი რომის პაპის დაკრძალვას დაესწრება. მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება. შემადგენლობა კი ასეთია: საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე. ასევე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტო-პრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
