შეხვედრები ვაშინგტონში
საქართველოს დელეგაცია აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს. პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონულ ვიცე პრეზიდენტს შეხვდა. ყაზახ და თურქ კოლეგებთან აუდიენცია ჰქონდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. საბანკო და საფინანსო სისტემების გარდა, საუბრის თემა იყო შუა დერეფნის ქვეყნებს შორის ფინანსური კავშირების განვითარების მნიშვნელობა. ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრები გრძელდება
