რომის პაპი ფრანცისკე წმინდა პეტრეს ტაძარშია დასვენებული, მას 26 აპრილს სანტა მარია მაჯორიეს ბაზილიკაში დაკრძალავენ
რომის პაპი ფრანცისკე წმინდა პეტრეს ტაძარშია დასვენებული, მას 26 აპრილს სანტა მარია მაჯორიეს ბაზილიკაში დაკრძალავენ. 88 წლის პაპი ფრანცისკე მისი ანდერძის თანახმად, პირველად თავის რეზიდენციაში, წმინდა მარტას სახელობის საცხოვრისში იყო დასვენებული. წმინდა პეტრეს მოედანზე პაპი ფრანცისკეს მისვენებას შეკრებილი მორწმუნენი ოვაციებით შეხვდნენ, ეს იტალიური ტრადიციით, პატივისცემის ნიშანია. რომის პაპი ფრანცისკე წმინდა პეტრეს ტაძარში 25 აპრილამდე იქნება დასვენებული.
