ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ მოსკოვი და კიევი ვაშინგტონის მიერ შეთავაზებულ გეგმას არ დათანხმდებიან შეერთებული შტატების სამშვიდობო მოლაპარაკებებს დატოვებს
ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ მოსკოვი და კიევი ვაშინგტონის მიერ შეთავაზებულ გეგმას არ დათანხმდებიან შეერთებული შტატების სამშვიდობო მოლაპარაკებებს დატოვებს. ჯეი დი ვენსმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დონალდ ტრამპის გუნდმა უკრაინასაც და რუსეთსაც მკაფიო წინადადებები შესთავაზა და ახლა უკვე დადგა დრო, რომ მათ ვაშინგტონის ინიციატივებს უპასუხონ. ამერიკული მედიის ცნობით, ამერიკის ინიციატივა ფრონტზე დღეს არსებული ხაზის გასწვრივ ომის გაყინვას ითვალისწინებს. ამასთან ვენსი აღნიშნავს, რომ სამშვიდობო გეგმა ორივე მხარისგან ტერიტორიების დათმობას მოითხოვს.
