გერმანიის მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ სოციალური გამოკითხვების მიხედვით რეიტინგის სათავეშია
გერმანიის მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ სოციალური გამოკითხვების მიხედვით რეიტინგის სათავეშია. საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ პარტიის რეიტინგმა 26 პროცენტს მიაღწია. რაც იმის მანიშნებელია, რომ ახალი არჩევნების გამართვის შემთხვევაში ქრისტიან დემოკრატიული კოალიცია და სოციალ დემოკრატები მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო რაოდენობის ხმებს ვერ დააგროვებდნენ. ეს პირველი შემთხვევაა როდესაც „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიამ გამოკითხვებში არჩევნებიდან მალევე გაუსწრო გერმანიის კანცლერობის კანდიდატის ბლოკს.
