თურქეთში ნახევარი საათის განმავლობაში ზედიზედ რამდენიმე მიწისძვრა მოხდა
თურქეთში ნახევარი საათის განმავლობაში ზედიზედ რამდენიმე მიწისძვრა მოხდა, მათგან ყველაზე ძლიერი, 6 მთელი 2 მეათედი მაგნიტუდის იყო. მიწისძვრების ეპიცენტრები მარმარილოს ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე, სტამბოლის სიახლოვეს დაფიქსირდა. მიწისძვრამ 16 მილიონიან სტამბოლში პანიკა გამოიწვია, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგების გამო მოსახლეობამ საცხოვრებელი სახლები, სამუშაო ადგილები და სავაჭრო ცენტრები დატოვა, თურქეთის საგანგებო სამსახური განმეორებითი ბიძგების რისკის გამო, უსაფრთხოების მიზნით მათ გარეთ დარჩენას ურჩევს, ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება.
