მმართველი გუნდის შეფასებით, გრანტის მართვის სააგენტოს პირობებში უცხოური დაფინანსების ქვეყნისთვის საზიანოდ გამოყენება ვეღარ მოხდება
მმართველი გუნდის შეფასებით, გრანტის მართვის სააგენტოს პირობებში უცხოური დაფინანსების ქვეყნისთვის საზიანოდ გამოყენება ვეღარ მოხდება და დონორის ნებისმიერი დაფინანსება გამჭვირვალე იქნება პრემიერ-მინისტრმა, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა დანიშნა. ზოდელავას კომპლექსური პროექტების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2003 წლიდან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის გუნდში მუშაობდა სხვადასხვა პროექტებსა და პოზიციებზე, ასევე, იყო ევროპის საბჭოს პროექტის მრჩეველი და აღმოსავლეთ პარტნიორობის საჯარო მმართველობის რეფორმის რეგიონული ფონდის პროექტის მენეჯერი.
