გაეროში ბურუნდის რესპუბლიკის, ქუვეითის, ლესოტოს და ნეპალის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეც
გაეროში ბურუნდის რესპუბლიკის, ქუვეითის, ლესოტოს და ნეპალის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეც. შეხვედრაზე აღინიშნა გაეროს რეფორმირების მნიშვნელობა , მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებით. საუბარი შეეხო საპარლამენტო დიპლომატიის როლს ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებაში.
