პრემიერ-მინისტრი გაეროსთან აკრედიტებული ელჩების დელეგაციას შეხვდა
პრემიერ-მინისტრი გაეროსთან აკრედიტებული ელჩების დელეგაციას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემები იყო საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები, ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობები და სატრანზიტო როლი, ასევე − რეგიონული თანამშრომლობა და არსებული გამოწვევები. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა გლობალური პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობაზე როგორც კონფლიქტების მოგვარების, ისე საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას.
