ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტით გამოწვეულ უკმაყოფილებას, ვერ მალავს ოპოზიცია
ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტით გამოწვეულ უკმაყოფილებას, ვერ მალავს ოპოზიცია. ნაციონალურ მოძრაობაში ჯერ თქვეს, რომ კარგი იქნებოდა ეს ვიზიტი არ შემდგარიყო. ახლა კი ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ეუთოს გენერალური მდივანი არ არის ინფორმირებული ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მათი ოპონენტების მთავარი მიზანი, ხელისუფლებაში მოსვლაა და ამ მიზნისთვის ქვეყნის იმიჯის შელახვასაც არ ერიდებიან
