პრემიერ-მინისტრი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა
ეუთოსთან თანამშრომლობა, რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილეს შეხვედრაზე, რომელიც ეუთოს გენერალურ მდივანსა და პრემიერ მინისტრს შორის შედგა. აღინიშნა, რომ ქართული მხარე აფასებს ეუთოს თანათავმჯდომარეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და მონაწილეობას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში. ხაზი გაესვა საქართველოს ხელისუფლების ერთგულებას სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ. შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრებოდა