საქართველოს პრეზიდენტმა ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე საქართველოსა და ეუთოს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილა
საქართველოსა და ეუთოს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილა საქართველოს პრეზიდენტმა ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე. საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ამ საკითხის ეუთოს დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობაზე. მიხეილ ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობანი გზით მოგვარების პროცესში ეუთოს როლს. ყურადღება გამახვილდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო ამ პროცესში საკუთარი წვლილის შეტანას მომავალშიც გააგრძელებს.
