საქართველოს პრეზიდენტი ვატიკანში, რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტი ვატიკანში, რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება, რომლის შემადგენლობაშიც არიან საგარეო საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, დელეგაციაშია ასევე ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
