ეწინააღმდეგება თუ არა დაწყებით კლასებში ლგბტ თემატიკის სწავლება, ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციით გათვალისწინებულ რელიგიურ თავისუფლებას - საქმეზე ზეპირი მოსმენა ამერიკის უზენაეს სასამართლოში გაიმართა
ეწინააღმდეგება თუ არა დაწყებით კლასებში ლგბტ თემატიკის სწავლება, ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციით გათვალისწინებულ რელიგიურ თავისუფლებას - საქმეზე ზეპირი მოსმენა ამერიკის უზენაეს სასამართლოში გაიმართა. ქრისტიანი და მუსულმანი მშობლები მონტგომერის ოლქის სკოლის საბჭოს უჩივიან. მათი არგუმენტით, რელიგიური თავისუფლების ფარგლებში, მშობლებს უნდა ჰქონდეთ უფლება თავად გადაწყვიტონ, ისწავლიან თუ არა მათი შვილები ტრანსგენდერული იდეოლოგიისა და ჰომოსექსუალური ურთიერთობების შესახებ. ამერიკული მედია წერს, რომ ზეპირი მოსმენის შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ შესაძლოა, მშობელთა სასარგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილება და მისცეს უფლება, რომ მსგავს გაკვეთილებს მათი შვილები არ დაესწრონ. მშობელთა პოზიციას იზიარებს თეთრი სახლიც