ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში აღიარეს, რომ ხშირ შემთხვევაში USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტები არ შეესაბამებოდა იმ ქვეყნების ინტერესებსა და საჭიროებებს, სადაც ეს პროგრამები ხორციელდებოდა
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში აღიარეს, რომ ხშირ შემთხვევაში USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტები არ შეესაბამებოდა იმ ქვეყნების ინტერესებსა და საჭიროებებს, სადაც ეს პროგრამები ხორციელდებოდა. ასევე, მრავალი პროგრამა არ ემთხვეოდა ამერიკის ეროვნულ ინტერესებს. USAID-ის ფუნქციონირება და უცხოური დახმარების პოლიტიკაც, სახელმწიფო დეპარტამენტის მასშტაბური რეორგანიზაციის ფარგლებში შეიცვლება. უწყებაში განმარტეს, რომ წლების განმავლობაში, მწვავე ბიუროკრატიის გამო, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი რადიკალურ პოლიტიკურ იდეოლოგიას იყო დაქვემდებარებული, რაც ამიერიდან შეიცვლება