რუსეთის არმიის თავდასხმის გამო, უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა
რუსეთის არმიის თავდასხმის გამო, უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. ოკუპანტის დრონი ავტობუსს მოხვდა, რომლითაც მარგანეცის საწარმოს თანამშრომლები გადაჰყავდათ. რუსეთმა დრონებით ღამით კიევის, პოლტავის, ოდესისა და ხარკოვის ოლქებს შეუტია. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, იერიშის შედეგად ძლიერი ხანძრები გაჩნდა. არიან დაშავებულები
