Sky News-ის ცნობით, უკრაინის საკითხზე, დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატებისა და ევროპელი დიპლომატების ლონდონში დაგეგმილი შეხვედრა არ შედგება
Sky News-ის ცნობით, უკრაინის საკითხზე, დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატებისა და ევროპელი დიპლომატების ლონდონში დაგეგმილი შეხვედრა არ შედგება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის შემდეგ, ლონდონში ვიზიტი გააუქმეს საფრანგეთისა და გერმანიის პირველმა დიპლომატებმაც. CNN-ი წერს, რომ რუბიომ მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის სავარაუდო გეგმის ერთ-ერთი ძირითადი პუნქტი უარყო. ამერიკული პრესა წერს, რომ საქმე ეხება კიევის მხრიდან ყირიმის ანექსიის აღიარებას. ლონდონში სამშვიდობო გეგმის საკითხზე მხოლოდ უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებისა და დიპლომატების შეხვედრა იგეგმება
