შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლით გათვალისწინებული ჯარიმების გამოქვეყნება დაიწყო. საუბარია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის დარღვევაზე. უწყება განმარტავს, რომ ვებგვერდზე საჯარიმო ქვითრები ავტომატურად, ვიდეოჯარიმის პრინციპით გამოქვეყნდა, რის გამოც მოქალაქეებს მიუვიდათ მოკლეტექსტური შეტყობინება, რომელშიც წერია, რომ საჯარიმო ქვითარი შედგენილია სატრანსპორტო საშუალებაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახური მუშაობს
