მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი, ბურუნდის, ლესოტოს, ნეპალისა და ქუვეითის გაეროსთან მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. ელჩებს მაკა ბოჭორიშვილმა ინფორმაცია საქართველოს საგარეო პრიორიტეტების შესახებ მიაწოდა. ისაუბრეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, საქართველოს რეგიონალურ როლზე, ქვეყანაში გატარებულ რეფორმებსა და ევროინტეგრაციის პროცესზე. გაეროსთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან, ასევე წეროვანში დევნილთა დასახლებაში. დღესვე ელჩები იუსტიციის სახლის გამოცდილებასა და სახელმწიფო სერვისებს გაეცნენ
